პოლიტიკა
„იბერია ტვ“-სთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერები შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და უნდა მოხდეს მათი შესწავლა - საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, ბოლო დღეებში ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას. საქმე ეხება „იბერია ტვ“-ის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანს შორის გამათულ საუბრებს.
ორგანიზაციის თქმით, ბევრი კითხვა გაჩნდება, თუკი „იბერია“ წინასაარცევნო დაიხურება.
„2018 წლის 9 სექტემბერს გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ტელეკომპანია იბერიის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის საუბარია ასახული. ყოფილი თანამდებობის პირი საუბარში აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია გამაღიზიანებელია - ,,ყველა გამოდის "რუსთავი 2"-ზე უარესი არისო „იბერია“. უფრო აღიზიანებთ“ და მფლობელს მის გაცვლას სთავაზობს პრობლემების მოგვარებაში - ,,ტელევიზია რომ გაცვალო, აი, ამ პრობლემებში მოვდივარ კეთილი ნებით“.
2018 წლის 10 სექტემბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერის თანახმად კი, რომელშიც, სავარაუდოდ, ასევე ზემოთ ხსენებული პირები ესაუბრებიან ერთმანეთს, ირკვევა რომ „ომეგა ჯგუფის“ პრობლემების მოსაგვარებლად სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა. ამ პროცესში, სავარაუდოდ, ჩართული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილიც.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის საუბრები, მით უფრო ხელისუფლებასთან აფილირებული პირების მხრიდან, დაუშვებელია. როგორიც არ უნდა იყოს მედიის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული პროდუქტი, მხოლოდ საზოგადოებაა უფლებამოსილი, შეაფასოს ის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი საქმიანობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.
გავრცელებული ჩანაწერები შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროულად, სრულყოფილად და ჯეროვნად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
ამასთან, მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებში დაცული იყოს ჟურნალისტთა უფლებები. თანამშრომლებმა დღემდე არ იციან, გააგრძელებს თუ არა ორგანიზაცია მუშაობას. მაუწყებლობის შეწყვეტა წინასაარჩევნო პერიოდში კი, კიდევ უფრო მეტ კითხვას გააჩენს“, - წერია „საია“-ს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


