სამართალი
იბერია ტვ-ს ლიცენზიის დათმობის შედეგად ტელეკომპანიას მილიონ 118 ათასი ლარის ზიანი მიადგა - პროკურორი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე არსებითი განხილვა განახლდა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი დაიკითხა.
ექსპერტი დავით ამაშუკელი ის პირია, რომელმაც 2016 წელს, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ,,იბერიას“ საქმე გახსნილად გამოაცხადა, ტელეკომპანიის ლიცენზიის ღირებულება განსაზღვრა.
საუბარია, იმ ღირებულებაზე, რომელიც 2004 წლის დეკემბერში, ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის მომენტში გააჩნდა ტელეკომპანიას.
როგორც პროცესზე ექსპერტმა აღნიშნა, ტელეკომპანიის ლიცენზიის ღირებულება 2004 წლის დეკებრის მდგომარეობით, მილიონ 118 ათას ლარად შეფასდა.
თავის მხრივ, როგორც საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ტელეკომპანიას მილიონ 118 ათასი ლარის ზიანი მიადგა.
,,დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი დავით ამაშუკელი, რომელმაც ჩაატარა სასამართლო ექსპერტიზა და შეაფასა ტელეკომპანია ,,იბერიას“ კუთვნილი ლიცენზია. დავით ამაშუკელმა განმარტა 2004 წელს რა იყო საბაზრო ღირებულება ლიცენზიის, რომელსაც ფლობდა ტელეკომპანია. საბოლოო, ჯამში ექსპერტმა დაადასტურა, რომ იბერია ტვ-ის კუთვნილი ლიცენზიის საბაზრო ღირებულება 2004 წლის 7 დეკემბერს შეფასებული იყო 1 118 000 ლარად“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, აღნიშნული მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც, დასტურდება, რომ ტელეკომპანიას ლიცენზიის იძულებით დათმობის შედეგად მიადგა მილიონზე მეტი ზიანი.
ცნობისათვის, ,,იბერიას“ საქმე პროკურატურამ გახსნილად 2016 წელს გამოაცხადა.
საქმეზე ბრალდებულები არიან საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი ლაცაბიძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


