პოლიტიკა
„იბერია“ მაშინდელ მთავრობას არ გაურიგდა! - ზაზა ოქუაშვილი
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონდმებლო ორგანოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ გახდა, აჭარის უმაღესი საბჭოს სხდომას, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პირველად დაესწრო.
სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი ბანერი გაშალეს, რაც დეპუტატმა ნინო ჩხეტიანმა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ უხერხულია, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი ბანერი იქ გაშალო, სადაც ზაზა ოქუაშვილია.
„2014 წლის 19 თებერვალს მაშინდელი ხელისუფლება სწორედ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიებში შევიდა და დაარბია,“ - აღნიშნა ჩხეტიანმა.
„იბერიას“ საქმეში მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულები,“ - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ზაზა ოქუაშვილმა უმაღლესი საბჭოს სხდომის დამთვარების შემდეგ.
„ის ხალხი, ვინც ასე აქტიურადაა დღეს ჩართული „რუსთავი 2“-ის საქმეში, მაშინაც აქტიურად იყო ჩარეული „იბერიას“ საკითხში. პროკურატურა ამ საქმეს იძიებს და მალე ალბათ, გამოძიების შედეგებსაც ვნახავთ. ამიტომ, არ მინდა, უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო და კონკრეტულ პირებამდე დავიდე, თუმცა მთავრობის მაშინდელი უმაღლესი ეშელონი შეთანხმებულად მოქმედებდა. სწორედ ამ ამ ჯგუფის მოქმედებებმა ჩააგდო „რუსთავი 2“ ამ დღეში, რომელშიც დღეს არის,“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ზაზა ოქუაშვილმა და დასძინა, რომ ტელეკომპანია „იბერია“ მაშინდელ მთავრობას არ გაურიგდა და დღემდე სწორედ ამან მოიყვანა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


