პოლიტიკა
იაპონიაში 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, არსებობს ცუნამის საშიშროება.
ამერიკის ეროვნული გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ფუკუსიმას პრეფეკტურაში, ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა.
როგორც ადგილობრივმა ტელეარხმა NHK-მა ექსტრემალურ გამოშვებაში განაცხადა, არსებობს ცუნამის საშიშროება, ამიტომ სანაპიროსთან ახლოს მდებარე რაიონებიდან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ცუნამის საშიშროების გამო ატომური ელექტროსადგურის „ფუკუსიმა2“-ის გაგრილების სისტემა იქნა შეჩერებული.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს იაპონიაში 9,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ამის შემდეგ კი, ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთს გიგანტური ცუნამი დაატყდა, რომლის სიმაღლე 15 მეტრს აღწევდა.
ცუნამიმ „ფუკუსიმა1“-ს ატომური ელექტროსადგურის ენერგომომარაგების სისტემა დატბორა, რის გამო რეაქტორების გაგრილების სისტემამ მუშაობა შეწყვიტა.
ელექტროსადგურზე მომხდარი ავარია, ჩერნობილის შემდეგ, ყველაზე დიდ ავარიად იქნა მიჩნეული.
მონიკა დავლიანიძე
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


