უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 თებერვალი, 2017 13:50
font-size

იანვარში საქართველოს 154 083 ტურისტი ეწვია

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები (2016 წელი, იანვარი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2017 წლის იანვარის თვე 387 070 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 19.8 %-ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი - 154 083 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 32,4%);

ბ) ტრანზიტი - 65 333 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 34,8%);

გ) სხვა - 167 654 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 5,9%).

2017 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+7,1%), თურქეთიდან (-0,8%), სომხეთიდან (+31,4%), რუსეთიდან (+40,3%), უკრაინიდან (+28,2%) და ირანიდან (+616,7%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარშიც გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ბულგარეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი (შესაბამისად 47%, 32%, 32%, 25%, 23% და 18%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (32%), უზბეკეთი (231%), თურქმენეთი (184%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (25%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (83%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - ომანი - 13%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 8%-იანი ზრდა.

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები (2017 წელი, იანვარი)

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი