პოლიტიკა
იან კელიმ მიხეილ ჯანელიძეს ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მიულოცა
2017 წლის 3 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იან კელისთან.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის დასაწყისში, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და მაღალი დონის ორმხირივი ვიზიტების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა მზადყოფნა გაღრმავდეს თანამშრომლობა ყველა არსებულ ფორმატში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებების ორგანიზების საკითხს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


