პოლიტიკა
იან კელი პრეზიდენტთან და იანოშ ჰერმანთან ერთად იმყოფებოდა პანკისის ხეობაში - გიორგი აბაშიშვილი ტრისტან წითელაშვილის ბრალდებაზე
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.
აბაშიშვილის განცხადებით, იან კელი, პანკისის ხეობაში ვიზიტის დროს, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ხეობაში დაგეგმილ პროექტებს გაეცნო.
„პრეზიდენტთან ერთად იან კელი, ისევე როგორც იანოშ ჰერმანი, იმყოფებოდნენ პანკისის ხეობაში, სადაც ჰქონდათ შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე გავეცანით იმ პროექტებს, რომლებიც პანკისის ხეობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება“,- განაცხადა აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია თემაზე „დასავლური საფრთხეები საქართველოში“, რომლის ერთ-ერთი მონაწილე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ტრისტან წითელაშვილი იყო. საინფორმაციო სააგენტო პატრიოტი tv-ის გავრცელებულ ვიდეოში წითელაშვილმა ამერიკის ელჩი დაადანაშაულა, რომ ის „საქართველოს შიდა საქმეებში“ ერევა და პანკისის ხეობაში, სირიიდან დაბრუნებულ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს შეხვდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


