სამართალი
ია კერზაიას საქმეზე, მისი შვილი ბაჩანა შენგელია დღეს გამოიკითხება
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გამოიკითხება.
როგორც გენერალური პროკურატურაში აცხადებენ, ბაჩანა შენგელია გამოძიებამ პროკურატურაში გუშინ დაიბარა, თუმცა მისივე თხოვნით, გამოკითხვა დღეს, 14:00 საათზე დაიწყება.
შენგელია ამბობს, რომ ეს არ უნდა იყოს გამოძიება გამოძიებისთვის, რადგან აუცილებელია, საქმეზე დადგინდეს სიმართლე. იგი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს პროკურატურას მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის სავარაუდო გაყალბებული დოკუმენტების შესახებაც. ის საგამოძიებო უწყებას გადასცემს ასევე ვიდეო ჩანაწერსაც, რომლის შინაარსსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე წინასაწარ არ ასაჯაროვებს, თუმცა ამბობს, რომ საქმისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება.
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


