პოლიტიკა
ია კერზაია ამბობდა, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა... გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა ზუგდიდში? - სერგო რატიანი გიორგი გახარიას
„გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა ზუგდიდში?“, - ამ კითხვით მიმართა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი რატიანმა შს მინისტრ გიორგი გახარიას.
რატიანი დაინტერესდა, საარჩევნო პერიოდში რატომ უმალვე მოხდა რეაგირება ზუგდიდის მე-6 სკოლაზე შეტანილ საჩივარზე, როდესაც დღემდე არ არის შესწავლილი 51-ე სკოლის მანდატურისა და დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო.
„სკოლასთან, სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, 30-35 მოსწავლე იკრიბება და შემდეგ იწყებს გადაადგილებას და ხდება ეს ტრაგედია. აქ უნდა იდგნენ მანდატურები, ეს დაინახა სკოლის დირექტორმა და ფაქტობრივად ხდება, რომ აკვატური რეაგირება მათ არ ჰქონიათ, ამ საქმიდან გასულია წელიწადზე მეტი და აუდიტის სამსახურს ფაქტობრივად არ შეუსწავლია ეს მძიმე გარემოებები, რომლებიც ხდება სკოლაში. და ფაქტობრივად ესაა ხელის დაფარება, როგორც მანდატურზე, დირექტორზე, ასევე მანდატურის სამსახურის უფროსზე. და ეს დღემდე არაა შესწავლილი, ისევე როგორც თქვენ არ გაქვთ რეაგირება გაკეთებული იმ დარღვევებზე, რაც ხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით და ფაქტორბივად ესაა თქვენგან ხელის დაფარება ადამიანებზე, რომლებიც ხელს აფარებდნენ მკვლელობას.
სამაგიეროდ ზუგდიდის მე-6 სკოლასთან მიმართებით, 8 ნოემბერს, პირველსა და მეორე ტურებს შორის შედის საჩივარი და იმ დღესვე მინისტრი წერს ბრძანებას და მეორე დღესვე შედის ინსპექცია. ია კერზაიასთან დაკავშირებით ეს ხდება იმ დროს , როდესაც თქვენ ხართ პასუხისმგებელი და იყავით სამეგრელოში საარჩევნო კამპანიაზე. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც თავად ქალბატონმა ია კერზაიამ თავის დროზე თქვა, რომ მასზე ხდებოდა ზეწოლა.
პირველი კითხვა, რატომ არა დღემდე გათავისუფლებული განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახუირის უფროსი და თქვენ რა მიმართებაში ხართ ამასთან და მეორე, თქვენ გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ზუგდიდში“, - იკითხა რატიანმა.
ცნობისთვის, 9 დეკემბერს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში 2 დეკემბერს ანევრიზმის დიაგნოზით მოათავსეს. ია კერზაიას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, მას შემდეგ კი რეანიმაცულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.
26 ნოემბერს ბაჩანა შენგელიამ ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მან სკოლაში ინსპექტორების შესვლას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. მისი თქმით, განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ორი თანამშრომელი ერთი კვირის განმავლობაში შემოწმების მაგივრად „ჩვეულებრივ რეპრესიას“ ახორციელებდა. შენგელიას განცხადებით, ამ დროის განმავლობაში პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, მიმდინარეობდა პედაგოგებისა და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ დედამისი მიუხედავად არაერთი „შეთავაზებისა“, არ გახდა „ქართული ოცნების“ აქტივისტი და არჩევნების წინ არ გადასცა მათ ე.წ. მომხრეების სია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


