სამართალი
„ჰოლიდეი ინნ“-ში კანადელი ეპისკოპოსი გარდაცვლილი იპოვეს
რამდენიმე კვირის წინ, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ““-ში კანადელი ეპისკოპოსი, ასურელთა ეპარქიის საპატიო ხელმძღვანელი, 77 წლის ჰანნა ზორა გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ გაზეთი PrimeTime -ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის ინფორმაციით, სასულიერო პირი, რომელიც რომის პაპის დელეგაციის წევრი იყო, თბილისში პონტიფიკოსის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსაც დაესწრო, თუმცა 2 ოქტომბერს ეპისკოპოსი ჰანნა ზორა საკუთარ ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ~პრაიმტაიმთან~ საუბარში სასტუმროს თანამშრომელი აღნიშნავს, ადმინისტრაციამ კატეგორიულად გააფრთხილა ყველა, რომ ის, რაც მოხდა, გარეთ არ უნდა გასულიყო.
მისი თქმით, სასტუმროსთან პოლიცია და კრიმინალური სამსახურიც იყო მისული.
„ვატიკანის უსაფრთხოების სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა ყველანაირი საგამოძიებო მოქმედება. მათი მოთხოვნა ყოფილა, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. ამის შესახებ კატეგორიულად გააფრთხილეს სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურიც“, – აცხადებს გაზეთის წყარო.
მისი თქმით, ცხედარი პირველად დამლაგებელმა ნახა, რომელიც ნომრის დასალაგებლად იყო შესული.
„მისი გადმოცემით ვიცით, რომ მთელი ოთახი სისხლიანი იყო. ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. შეშინებული და შოკირებულ მდგომარეობაში გამოიქცა ეს ქალი და უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინა, მალევე აქ გაჩნდნენ სამართალდამცავები და ვატიკანის წარმომადგენლები. ეს დამლაგებელი ცალკე დაკითხეს და მას შემდეგ ის ამ თემაზე აღარც საუბრობს და ჩვენც არ ვკითხულობთ დამატებით არაფერს“,-აღიშნავს სასტუმროს თანამშრომელი.
PrimeTime-თან საუბარში სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ ეპისკოპოსის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა, თუმცა სხვა დეტალების მისაღებად ჟურნალისტი საგამოძიებო ორგანოებთან გადაამისამართა.
ჩეხერიას თქმით, როგორც მოგვიანებით სხვა სასულიერო პირებისგან გახდა ცნობილი, ეპისკოპოსი მძიმედ იყო ავად და მას ურჩევდნენ კიდეც, რომ არ ჩასულიყო თბილისში. ისიც გამხდარა ცნობილი, რომ ზორა სტადიონზე რომის პაპის მიერ აღვლენილ მესაზეც გამხდარა ცუდად.
რაც შეეხება სასტუმროს ნომერში აღმოჩენილ დიდი რაოდების სისხლს, სასტუმროს გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ ეპისკოპოსს კუჭის დაავადება ჰქონდა, ძლიერი სისხლდენაც ამ დაავადებას უკავშირდება.
თუმცა დასძენს, რომ ამ დაავადებამ გამოიწვია თუ არა გარდაცვალება, ამას გამოძიება უპასუხებს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


