პოლიტიკა
ჰოლანდიის უნივერსიტეტის HAS და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი იწყება
ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივიერსიტეტის HAS (University of Applied Sciences) წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდენენ. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდენენ. ჰოლანდიის უნივერსიტეტი HAS, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად საბაკალავრო სასწავლო პროგრამის - საერთაშორისო ფერმერული მენეჯმენტი - განხორციელებას იწყებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს, სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე გაივლიან.
სოფლის მეუნრეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგანაც ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მომზადება მნიშვნელოვანია დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის. ამასთან, პროგრამა ფერმერებისთვის ექსტენციის კომპონენტსაც ითვალისწინებს. ფერმერები მიიღებენ კონსულტაციებს და შეძლებენ სწორად განავითარონ საკუთარი ფერმერული მეურნეობა. მისი თქმით, აუცილებელია ფერმერმა იცოდეს საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები, საჭიროებები და საკუთარი მეურნეობის სწორი დაგეგმარება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივიერსიტეტის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ვაზის იშვიათი ჯიშების კოლექცია დაათავლიერეს და ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს გაეცნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


