საზოგადოება
ჰოლანდიაში მანქანის საყიდლად ჩასული საქართველოს 3 მოქალაქე გაძარცვეს - ისინი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ
ჰოლანდიაში საქართველოს 3 მოქალაქე გაძარცვეს. ისინი ჰყვებიან, რომ მანქანის საყიდლად ჩავიდნენ, თუმცა პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა მათ 6 ათას ევროზე მეტი წაართვა.
დაზარალებულები ჰოლანდიის პოლიციაშიც იყვნენ და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებაც მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.
საქართველოს მოქალაქეების თქმით, ისინი სამშობლოში დაბრუნებას უფულობის გამო ვერ ახერხებენ, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჰოლანდიაში საქართველოს საელჩოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
„მივედით ადგილზე. ჩვენს მეტი არავინ არ იყო. შემოგვხვდა მანქანა, გადმოვიდა პოლიციის ჟეტონით პიროვნება იარაღით, ფარნით, კონტროლი პასპორტისო. მივეცით პასპორტი, მერე დაიწყო ჩხრეკა. გვინახა თანხა. ასე ხდება, რომ თანხა უნდა ანახო, რომ ხარ შემოსული, რისთვის ხარ. მოხვია ამ თანხას ხელი და წავიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს დავურეკე საქართველოში დილით, ჩვენ არ გვეხება. ჰოლანდიაში ვრეკავ საქართველოს საელჩოში, ისინი ტელეფონს არ პასუხობენ. რა გავაკეთოთ? როგორ მოვიქცეთ? ყურადღებას არავინ არ გვაქცევს“, - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ზურაბ კვირიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


