მსოფლიო
ჰოლანდიამ და ავტსრალიამ რუსეთი მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში ოფიციალურად დაადანაშაულეს
ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულეს დონეცკის ოლქში მალაიზიური ბოინგ-777-ის ჩამოგდებაში. ამის შესახებ ჰოლანდიის მთავრობის ვებგვერდზე წერია.
განცხადების თანახმად, ორივე ქვეყანამ ამ საკითხზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს შეატყობინეს.
„მთავრობა ყოველთვის ამბობდა, რომ MH17-ის ტრაგედიასთან დაკავშირებული სიმართლე უნდა გარკვეულიყო და სამართლიანობა უნდა აღდგენილიყო მსხვერპლებისთვის და მათი უახლოესი ნათესავებისთვის. ამასთან დაკავშირებით ნიდერლანდებს საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს. JIT-ის დასკვნების საფუძველზე ნიდერლანდები და ავსტრალია დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი პასუხისმგებელია „БУК“-ის დანადგარის განლაგებისთვის, რომელიც გამოიყენეს MH17-ის ჩამოგდებისთვის“, - თქვა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა.
განცხადებაში წერია, რომ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება რთული სამართლებრივი პროცესია და ამის განსახორციელებლად რამდენიმე გზა არსებობს.
ნიდერლანდებმა არ გამორიცხა, რომ შემდეგი ნაბიჯი იყოს აღნიშნული საქმის განხილვა საერთაშორისო სასამართლოზე.
გუშინ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ, რომელიც ჰოლანდიის ხელმძღვანელობით 5 ქვეყანას აერთიანებს, მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ დონეცკის ოლქში მალაიზიური ბოინგი-777 რუსეთის შეიარაღებული ძალების კურსკის 53-ე ბრიგადის მიერ კუთვნილი „БУК“-ის დანადგარის რაკეტით ჩამოაგდეს
მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი ბოინგი 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის აღმოსავლეთში, პრორუსი სეპარატიოსტების მიერ დაკავებულ დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს. ავიაკატასტროფის შედეგად ლაინერში მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა. ბოინგი ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


