პოლიტიკა
ჰერბერტ ზალბერის შემცვლელს სექტემბრის შუარიცხვებში დაასახელებენ
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ ჰერბერტ ზალბერმა თანამდებობა დატოვა.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ განუცხადა, ზალბერის შემცველის ვინაობა, სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.
საბანაძის ინფორმაციით, თავად ზალბერი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრუნდება და მას ელჩად ერთ-ერთ ქვეყანაში გაგზავნიან.
„იმედი მაქვს, რომ იქნება რამდენიმე კარგი კანდიდატი და მერე მოხდება მათ შორის შერჩევა. კანდიდატრურების წარდგენის ვადა სექტემბრამდე აქვთ, სექტემბრის შუარიცხვებამდე და მერე მოხდება შერჩევა და საბოლოოდ აარჩევს სპეციალურ წარმომადგენელს ქალბატონი მოგერინი.
ზალბერის გათავისუფლება მოხდა, მისი განცხადების საფუძველზე. ის სხვა სამსახურში გადადის, გერმანიის საგარეოში ბრუნდება და იქნება გერმანიის ელჩი ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში“,-აღნიშნა ნატალია საბანაძემ.
გერმანელი დიპლომატი საქართველოში 2014 წლის ივლისიდან მუშაობდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


