პოლიტიკა
ჰერბერტ ზალბერი პერსონა ნონ-გრატად უნდა გამოაცხადონ - სალომე ზურაბიშვილი
დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის ბიბილოვისადმი გაკეთებული განცხადების გამო, საქართველოში ის პერსონა ნონ-გრატად უნდა იყოს გამოცხადებული.
„ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიისთვის და ჟენევის თანათავჯდომარის, ჰერბერტ ზალბერის განცხადება არა მხოლოდ პრინციპულად მიუღებელია, არამედ საკითხის მიმართ მის უცოდინარობას ავლენს.
ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა მორჩილად დაველოდოთ ბრიუსელის რეაგირებას ან რამე მობოდიშებას, არამედ დროულად მოვითხოვოთ მისი უკან გაწვევა... დიპლომატიას თავის მკაცრი წესები გააჩნია და ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენობის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა.
ამას ერთი პასუხი აქვს: "პერსონა ნონ გრატა"-დ გამოცხადება...
ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და ყველასყვის გაფრთხილება“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და მას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


