პოლიტიკა
ჰააგის ტრიბუნალმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ლეიბორისტული პარტიის სარჩელის მიღება დაადასტურა - შალვა ნათელაშვილი
ჰააგის ტრიბუნალმა დღეს დაადასტურა ლეიბორისტული პარტიის სარჩელის მიღება ბიძინა ივანიშვილის მიერ საერთაშორისო დანაშაულთა ჩადენაზე, რაც გამოიხატა ანგოლაში სამოქალაქო ომისას 790 მილიონი დოლარის რუსული იარაღის კონტრაბანდასა და საქართველოში ოქროს მოსაპოვებლად 4500 წლოვანი კულტურის ძეგლის საყდრისის განადგურებაში, - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.
მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებს ასევე, ,,დაემატება ახალი ეპიზოდი ივანიშვილის მიერ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მასობრივი გაყალბებისა და ხელისუფლების უზურპაციაზე.’’
,,ჩვენ აუცილებლად დავსვამთ საბრალდებო სკამზე საუკუნის ამ ბოროტებას!’’ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი და ჰააგის სასამართლოში შეტანილ ლეიბორისტული პარტიის სარჩელის ტექსტს აქვეყნებს.
,,მოგმართავთ საქართველოს დე-ფაქტო მმართველის, რუსი ოლიგარქის მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით.
მომართვა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გამოწვეულია იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი ტოტალურად, კრიმინალური კონსპირაციის მეთოდებით სრულად აკონტროლებს და მართავს როგორც ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას, ასევე მთავრობას, პარლამენტს, მმართველ პარტიას და ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, რის გამოც მას გააჩნია სრული ხელშეუხებლობა და დაუსჯელობის გარანტია ნებისმიერ დანაშაულზე.
1.ბიძინა ივანიშვილმა 1993-1998 წლებში მოახდინა რუსული წარმოების იარაღის მიწოდება 790 მილიონი დოლარის ოდენობით ანგოლაში. სადაც მაშინ მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი და აკრძალული იყო იარაღის შეტანა. ამ ჩამონათვალში შედიოდა ტანკები, თვითმფრინავები, არტილერია და სხვა. აღნიშნულ საქმეზე შემდგომში დაპატიმრებული იქნენ პიერ ფალკონე არკადი გაიდამაკი, საფრანგეთის ექსპრეზიდენტის შვილი მიტერანი და სხვები. ივანიშვილის მიმართ დღემდე გამოძიებას არ მიუღია გადაწყვეტილება, რადგან იგი გახდა ამ ქვეყნის მოქალაქე და სიმდიდრის გადასახადს იხდის საფრანგეთის ბიუჯეტში, რაც გვაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს გარიგებას კონკრეტულ ფრანგულ სტრუქტურებსა და ივანიშვილს შორის, რომელიც იყო მთავარი მომწოდებელი ამ იარაღის.
2. ბიძინა ივანიშვილი გახადა რა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება და 2013 წლის 7 ოქტომბერს ხელი მოაწერა საქართველოში ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის ძეგლის, საყრდრისისათვის არქეოლოგიური ზონის გაუქმების განკარგულებას, რის შემდეგაც ეს ტერიტორია გაანადგურა აფეთქებების გზით, მოსპო კულტურის ძეგლები, ეკოლოგიურად გაანადგურა ტერიტორია, საფრთხე შეუქმნა იქ მცხოვრებ ათასობით ადამიანის ჯანმრთელობასა და დაიწყო საკუთარი ბიზნესი- ოქროს მადანის მოპოვება, რასაც აგრძელებს დღემდე.
შესაბამისად, მან მეორედ ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ. ეს ორივე დანაშაული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სტატუტის თანახმად ექვემდებარება თქვენს იურისდიქციას, რის გამოც გთხოვთ გვაცნობოთ იმ პროცედურების შესახებ, რაც აუცილებელია საქმეზე გამოძიების დასაწყებად’’, - ნათქვამია ლეიბორისტული პარტიის სარჩელში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


