სამართალი
ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება ინტენსიურ ფაზაზე გადადის
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება ინტენსიურ ფაზაზე გადადის.
ინფორმაცია ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს ჰააგის სასამართლოს ICC- ს პროკურორის ოფისის წარმომადგენლებმა სასტუმრო რედისონში გამართულ ტრენინგზე მიაწოდეს.
საერთაშორისო პროკურორების განცხადებით, საქართველოში ინტენსიური ღონისძიებები კონფიდენციალურად ჩატარდება, გამოძიება კი იმდენხანს გაგრძელდება, რამდენიც საქმისთვის და მტკიცებულებებისთვის საჭირო იქნება.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ზოგიერთ ადგილებში ვერ შედიან, თუმცა ბევრი მოწმე მათთვის ხელმისაწვდომია. პროკურორების თქმით, თუ დამტკიცდება რუსეთის მოქალაქეების დანაშაული, მტკიცებულებებს წარუდგენენ სასამართლოს, რომელიც დაკავების ორდერს გასცემს.
მათივე განმარტებით, ჰააგაში არ ასამართლებენ რიგით ჯარისკაცებს, რომლებმაც სახლი გადაწვეს, არამედ ასამართლებენ სარდალს, რომელმაც ბრძანება გასცა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


