უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 თებერვალი, 2026 14:29
font-size

გვინდა, ის ფარისევლობა ჩანდეს, რასაც მსოფლიო პოლიტიკაში აქვს ადგილი და როცა საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ და ჩვენს თვალში ბეწვს ხედავენ - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ არ ვართ რაღაც კლასში და ჯგუფხელები არ არიან არც შვედეთი, არც დანია, არც გერმანია და არც საფრანგეთი. წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში დიდ-პატარაობა არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,თუ შვედეთი ცდილობს, სამიათასწლიანი სახელმწიფოს მქონე საქართველოს ჭკუა ასწავლოს, რატომ არ უნდა მივუთითოთ სხვებს იმ ხარვეზებზე, რაც მათ ქვეყნებშია?

„შვედეთი როდესაც ჩვენს მენტორობას ცდილობს, ცხვირაწეული გვესაუბრება და ჭკუას გვასწავლის სამიათასწლიანი სახელმწიფოს მქონე საქართველოს, რომელსაც დემოკრატიის ასწლოვანი გამოცდილება აქვს და იყო ერთ-ერთი პირველი დემოკრატია, სადაც არჩევითობის პრინციპი დამკვიდრდა, სხვებს ჭკუა რატომ უნდა ვასწავლებინოთ და არ უნდა მივუთითოთ იმ ხარვეზებზე, რაც მათ ქვეყნებშია? რა თქმა უნდა, ყველას მივუთითებთ ხარვეზებზე და ვნახავთ, რა რეაგირება იქნება. უსამშობლოები ამბობენ, ჩვენ უნდა ვიყოთ საკავშირო რესპუბლიკის დონეზე, როგორც საბჭოთა კავშირში ვიყავით და მოსკოვიდან ჭკუას გვასწავლიდნენ, რევიზორები ჩამოდიოდნენ და მეორე მდივნებს გვინიშნავდნენ. ჩვენ ევროკავშირი ან ასე წარმოგვიდგენია, როგორც კავშირი არათანაბრების, ან ჩვენ ვიქცევით, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ითხოვს, მის სახლმწიფოებრიობას პატივი სცენ. შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ შვედეთის, არამედ სხვების მიმართ. ბერლინში დემონსტრაციების დაშლა ნანახი გააქვთ? ბერლინში ძალადობა ხდება დემონსტრანტების მიმართ და ამაზე არ ვთქვათ არაფერი? არც იმაზე, რომ დანიამ გრენლანდიაში სტერილიზაცია მოახდინა და ეს შეფასებულია, როგორც გენოციდი გრენლანდიის აბორიგენი მოსახლეობის? დღემდე დანიაში გამოძიება არ არის დასრულებული, როცა გრენლანდიელი ქალების, მოსახლეობის ნახევრის არანებაყოფლობითი სტერილიზაცია მოხდა, კონტროლი ყოფილიყო შობადობაზე. ამის გამო დღემდე არავინ არის დასჯილი, მხოლოდ პოლიტიკური ბოდიში მოვისმინეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საკუთარ თვალში დირეს ვერ ამჩნევენ და საქართველოს თვალში ბეწვს ხედავენ.

„გვინდა, ის ფარისევლობა ჩანდეს, რასაც მსოფლიო პოლიტიკაში აქვს ადგილი და როცა საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ და ჩვენს თვალში ბეწვს ხედავენ. სახელმწიფოები, რომლებიც თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ მოლდოვაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე ორი პარტია მოხსნეს და ვინმეს ხმა, სუსი, კრინტი გაგიგიათ? უკრაინაში ოცზე მეტი პარტია გაუქმდა და ხმა გაგიგიათ? ხმა მაშინ ამოიღეს, როცა უკრაინის პრეზიდენტმა გადაწყვიტა ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმა. სადაც მათი ინტერესია, რომ ხელისუფლების ინტერესები ჰქონდეთ. როგორც კი ზელენსკიმ მასთან შეხება გადაწყვიტა. აღმოჩნდა, თურმე უკრაინელი ერი ზელენსკის გარშემო კი არ არის კონსოლიდირებული, „კარდონიანი ენჯეოები“ გამოვარდნენ, როცა რაკეტები ცვიოდა და კიევის დაბომბვის პრობლემა ჰქონდა, ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილების მეხუთე მუხლში მესამე პუნქტი რატომ გინდა შეცვალოო. ბრიუსელმა ხმა არ ამოიღო პარტიების, ტელევიზიების გაუქმებასა და კორუფციაზე, მაგრამ როგორც კი, სახელისუფლებო ბერკეტზე შეხება გადაწყვიტა ზელენსკიმ, „ენჯეოეშნიკები კარდონებით“ დააყენეს დედაქალაქში, სადაც ყოველ წუთს შეიძლებოდა, ბომბი ჩამოვარდნილიყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი