სამართალი
გვარამიასი ხან სჯერათ და ხან - არა, მე მკითხეთ, მჯერა რომ გვარამიამ გააკეთა? - მამუკა ახვლედიანი
გვარამიასი ხან სჯერათ და ხან - არა. როცა ის აცხადებს, რომ მე გავაკეთე ჩანაწერიო, მე მკითხეთ, მჯერა, რომ გვარამიამ გააკეთა? ეს კითხვა არავის გასჩენია? მაშინ ისიც დაიჯერონ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, – განუცხადა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა, რომელიც მასა და ნიკა გვარამიას შორის გამართული საუბრის ფარული აუდიოჩანაწერის საქმეზე თბილისის საქაალქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება.
,,წარმოდგენა არ მქონდა ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ და არც ის საუბრები ყოფილა ჩემთან, რაზეც საუბრობენ. ძალიან ბევრ საკითხზე, რომელზეც იმ ჩანაწერში ვსაუბრობ, ძალიან ბევრ ჟურნალისტთან მისაუბრია და ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ნასაუბრები ამ ქვეყანაში. ამიტომაც ვერ ვიხსენებ ვისთან რა საუბარი იყო და რა მოხდა“, - განაცხადა ახვლედიანმა.
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ აუდიოჩანაწერში საუბრის შინაარსი ჰგავს იმ საუბარს, რომელიც მისი სტუმრობისას ერთ-ერთ ოჯახში შედგა.
„ვიყავით ერთ-ერთ ოჯახში სუფრაზე და მიდიოდა დაახლოებით ორსაათიანი საუბარი. ამ საუბარში მონაწილეობდა სამი პირი და მეოთხე პერიოდულად ესწრებოდა. თუმცა, მე რაც მოვისმინე, ეს არის ძალიან ბევრი საუბრიდან ამონარიდები, შესაძლოა, ეს ერთგან ვთქვი, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ეს იყოს ოთხი-ხუთი საუბრიდან ამონაკრებები. თუ იმ სუფრაზეა ჩანაწერი გაკეთებული, მაშინ ძალიან ბევრ სხვა საკითხზეცაა იქ საუბარი და ის ნაწილი სად წავიდა? ალბათ მონტაჟია, სხვა რა სახელი შეიძლება დავარქვა ამას. იქნებ საერთოდ უშიშროებამ ან მესამე პირმა ჩაწერა ეს საუბარი“, - განაცხადა გამოკითხვაზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


