საზოგადოება
გვარამიას ორი ჰაეროვანი კოცნა ივანიშვილს სადღეობოდ - ნატო ჩხეიძე
გვარამია ნიკა თვითნებურად აჩერებს მთავარ არხის ლაივებს და მთავარი არხის დუმილს ზაზა ოქუაშვილს აბრალებს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.
„სერიიდან: ის. ანუ გვარამიას ორი ჰაეროვანი კოცნა ივანიშვილს სადღეობოდ.
მაშინ, როცა ყველა ოპოტელევიზიის მაუწყებლობა და ქვეყანაში შექმნილი მწვავე ვითარების დღედაღამ გაშუქება სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისათვის, გვარამია ნიკა თვითნებურად აჩერებს მთავარ არხის ლაივებს და მთავარი არხის დუმილს ზაზა ოქუაშვილს აბრალებს.
ამით, თავის დიდი ჭკუით, ივანიშვილის ორ კოცნას იჭერს :
მიმდინარე მოვლენებს აღარაფერს არ აშუქებს მთავარი არხი, პირდაპირი ეთერით აღარ ლაპარაკობს ოლიგარქის მიერ ქვეყნის უკუღმა დატრიალებულ ჩარხზე - ეს ერთი.
და
ტელევიზიის დუმილს აბრალებს ზაზა ოქუაშვილს, წლებია ივანიშვილის თავის ტკივილი რომ გამხდარა, რადგან სწორედ მათ შორის მიმდინარეობს საერთაშორისო სასამართლო პროცესები - ესეც ორი.
აი მიზეზი, სულო ჩემო, აი მიზეზი, იტყოდა გალაკტიონი და ეს სიტყვები: აი მიზეზი, აი მიზეზი, - ჩვენს გონივრულ ეჭვებს ზუსტად ერგება.
უკეთესი სადღეობო საჩუქარი რაღა უნდა ყოფილიყო ოლიგარქისათვის:))“- დაწერა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


