სამართალი
გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს უკვე 65 გადაწყვეტილება აღსრულებული და 35 პროცესშია - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველო მოიხსენიება იმ საუკეთესო ქვეყნებს შორის, რომლებიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს.
ამის შესახებ ბესელიამ მედიას სასტუმრო „რედისონში“ განუცხადა, სადაც ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„ჩვენ მივიღეთ ცვლილებები გასულ წელს, რომლითაც არსებობს უკვე საპარლამენტო კონტროლი, თუ როგორ სრულდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოში.
მიმდინარე კვირაში დაამტკიცა ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ ერთ-ერთი ახალი ანგარიში და იმ ანგარიშში საქართველო არის ნაჩვენები, როგორც კარგი სტანდარტის ქვეყანა, რომელიც ასრულებს სტრასბურგის გადაწყვეტილებებს.
ჩვენ გვაქვს უკვე 65 გადაწყვეტილება აღსრულებული და 35 პროცესშია. საქართველო უკვე მოიხსენიება იმ საუკეთესო ქვეყნებს შორის, რომელსაც აქვს საკანონმდებლო მექანიზმი, პარლამენტის კონტროლი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე“,-აღნიშნა ბესელიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


