პოლიტიკა
გვაქვს დღეს ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც მთავრობის წარმომადგენლები არიან მოწვეულნი - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს.
დეპუტატები დღეს საქართველოს კანონის პროექტს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ და მის თანმდევ კანონპროექტებს პირველი მოსმენით განიხილავენ. ასევე, დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგშია საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტები: „ბავშვის განვითარებისაკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“, საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინცირებული დადგენილების პროექტი „პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის და მათი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების დანაშაულებრივი ხელშეწყობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“.
ბიუროს სხდომაზე განიხილეს საორგანიზაციო საკითხებიც.
ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი პოლიტიკური დებატების გამართვის სავარაუდო თარიღით დაინტერესდა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია.
„გვაქვს დღეს ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც მთავრობის წარმომადგენლები არიან მოწვეულნი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომ რაც შეიძლება, მალე დავიწყოთ განხილვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტების პაკეტის და შესაბამისად, ესეც ჩაჯდება აუცილებლად დღის წესრიგში. ამაზეა დამოკიდებული საბოლოო ჯამში ჩვენ რამდენად მოვასწრებთ დებატების გამართვას ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


