სამართალი
გვაქვს დაგეგმილი ნაბიჯები, რომლებიც ნარკოდანაშაულის შემცირებას შეუწყობს ხელს-ირაკლი შოთაძე
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურატურამ ჩაატარა კვლევა, რომელიც მომავალში ნარკოდანაშაულის პრევენციას შეუწყობს ხელს.
როგორც შოთაძემ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სამწლიანი ანგარიშის წარდგენამდე მედიას განუმარტა, უწყების მიერ გამოიკითხა 1160 პრობაციონერი, თუ რა გახდა მათთვის ნარკოტიკული საშუალების მიღების მიზეზი, ოჯახური თუ სოციალური გარემო, ან სხვა გარემოებები.
„მოხდება პრეზენტაცია ჩევნს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკისა და ნარკოტიკულ დანაშაულზე, რომლითაც ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას ჩვენს მიდგომებზე კონკრეტულ დანაშაულებების სახეობების მიხედვით.
ასევე, დღეს მოხდება კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ჩატარდა 1160 პრობაციონერის მონაწილეობით. ეს კვლევა ჩვენ მომავალში ხელს შეგვიწყობს და არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა სახელმწიფო უწყებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ფურო ეფექტურად მოვახდინოთ პრევენცია. კონკრეტულად ამ კვლელებში საუბარი არის იმ მიზეზებზე, თუ რა გახდა ამ 1160 პრობაციონერისათვის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების მიზეზი, ის ოჯახური და სოციალური გარემო, რამაც შესაძლებელია განაპირობა მათ მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ასევე სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ეს კვლევა გამოქვეყდება ჩვენს ვებ-გვერდზე და საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ პირს ამ კვლევის გაცობის შესაძლებლობა ექნება“,-აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
რაც შეეხება ნარკოტიკების დეკრიმინალიციის საკითხს, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ მთავარმა პროკურატურამ ამ მიმართულებით სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია მოახდინა, თუმცა უწყებას მომავალშიც აქვს დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები, რაც დანაშაულის შემცირებას შეუწყობს ხელს.
„მოხმარებისათვის არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც განსაზღვრული არის კონკრეტული დანაშაულისათვის პირს რა სასჯელი ელოდება. შესაბამისად, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული და არა ჩემი მოსაზრებებით. საქართველოს პროკურატურამ მოახდინა საკმაოდ ლიბერალიზაცია სისხლის სამართლის პოლიტიკისა ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ. ჩვენ სტრატეგიაშიც გვიწერია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას და ამ მიმართულებით გვაქვს ნაბიჯები რის გადადგმასაც ვაპირებთ. ასევე გვაქვს დაგეგმილი პრევენციული ღონისძიება, რაც ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს მსგავსი დანაშაულის შემცირებას“,-განმარტა მთავარმა პროკურორმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


