პოლიტიკა
გუშინ ვიხილეთ უნიჭო რეჟისორის დადგმული სპექტაკლი - გრიგოლ ვაშაძე ივანიშვილის ინტერვიუზე
„უნიჭო რეჟისორის მიერ დადგმული უნიჭო სპექტაკლი“, – ასე შეაფასა გაერთიანებული ოპოზიციური მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ.
ვაშაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუს მსვლელობისას დაადასტურა, რომ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს, რომლის თანახმადაც, 2008 წელს რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელს აფარებს ფარცხალაძეს.
„გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ უნიჭო სპექტაკლი, უნიჭო რეჟისორის დადგმული, სადაც „ქურდული ოცნების“ მამამთავარმა სცადა თავის მართლება იმ პრეტენზიების მიმართ, რომლებიც არსებობს საზოგადოებაში. გამოჩნდა, რომ მას მტკიცე და ურყევი კავშირი აქვს კრიმინალ ფარცხალაძესთან. გადაცემის დიდი ნაწილი მიუძღვნა სწორედ ფარცხალაძის დაცვას, შეგვატყობინა, რომ ადამიანი არაფერში არ არის დამნაშავე, მის მიმართ არავითარი გამოძიება არ არის საჭირო და ფარცხალაძე „ქართული ოცნების“ უფრთო ანგელოზია“, – თქვა საპრეზიდენტო კანდიდატმა.
ასევე ის გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ის მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია. ვაშაძის თქმით, მოსახლეობა არ დაუშვებს ქვეყნის გადაქცევას ნარკოპლანტაციად.
„ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარიხუანა არა მხოლოდ მისი ინიციატივა, არამედ მისი ბიზნესინტერესია. საქართველოში არავინ არ დაუშვებს, რომ ეს ქვეყანა ნარკოპლანტაციად გადაიქცეს.
ეს აღარ არის საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არის ღირსების არჩევნები. ეს არჩევნები ნათლად აჩვენებს, ჩვენ ვიმსახურებთ თუ არა ჩვენს სახელმწიფოს. ქართველებს სახელმწიფოს გარდა, დღეს არაფერი არ გვაქვს და იმასაც თუ ივანიშვილსა და ფარცხალაძეს ვაჩუქებთ, არაფერი არ დაგვრჩება”, – განაცხადა ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


