პოლიტიკა
გუშინ თუ ვინმე ახორციელებდა ძალადობას, ეს იყო შსს, ჩვენ თავს არავის არ დავსხმივართ - დავით კირკიტაძე შსს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე
გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, დავით კირკიტაძის მტკიცებით, ველისციხესთან გამართულ აქციაზე ოპოზიციის წევრები სამართალდამცველებს თავს არ დასხმიან.
მისივე ინფორმაციით, მის სახლთან პოლიცია დილიდან გამოჩნდა.
„დილით 08:00 საათზე კარზე აბრახუნებდნენ. ამ დროს მეზობლის ზარი შემოვიდა და თქვა, რომ პოლიციელები იყვნენ და თავიდან ვერ ამოიცნო. დავურეკე მეგობრებს, ჟურნალისტებს. მალევე დატოვეს ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორია. ეს მხდალი ხელისუფლების ნაბიჯი იყო. ახლა მივიღებთ გადაწყვეტილებას და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, თუმცა ხელისუფლებას გავცემთ პასუხს.
გუშინ თუ ვინმე ახორციელებდა ძალადობას, ეს იყო შსს. ჩვენ თავს არავის არ დავსხმივართ და მათ პირველსავე მითითებაზე გავეშურეთ სხვა გზისკენ. გახარიასა და მის გამოძიებას არ ვენდობი“, – განაცხადა კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძე გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა.
შსს-მ სამართალდამცველებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობასა და ძალადობას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


