უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 აგვისტო, 2025 19:51
font-size

გუშინ სასიამოვნო, საზეიმო არაფერი გვქონდა. სამაგიეროდ — დასაცავი და გადასარჩენი ბევრი გვაქვს - სალომე ზურაბიშვილი

გუშინ განზრახ არ გამოვეხმაურე კონსტიტუციის დღის სამარცხვინო „აღნიშვნას“! რადგან კონსტიტუციის დღის აღნიშვნა მხოლოდ ფორმალური რიტუალი არ უნდა იყოს. არავის შეუძლია ზეიმობდეს იმას, რაც უკვე ფეხქვეშ გათელა , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.

ზურაბიშვილის განცხადებით, დარღვეულია კონსტიტუციით განსაზღვრული აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ბალანსი.

„ეს ის დღეა, როდესაც ქვეყანა უნდა ამაყობდეს იმით, რომ მისი ღერძი და ხერხემალი, კონსტიტუცია, უფროდაუფრო უნდა აძლიერებდეს სახელმწიფოს. ეს არის დღე, როცა უნდა ვიამაყოთ კონსტიტუციით გამყარებული დემოკრატიით, ეფექტურად დაცული მოქალაქეთა ძირითადი უფლებებით. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რას ითვალისწინებდა ჩვენი „იდეური“ კონსტიტუცია: ადამიანის ღირსების, ფიზიკური ხელშეუხებლობის, თანასწორობის, თავისუფალი განვითარების, პირადი თავისუფლების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის დაცვას, აზრის გამოხატვის თავისუფლებას, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას, საკუთრების უფლების უზრუნველყოფას, შემოქმედებისა და აკადემიური თავისუფლებას, შეკრების, გაფიცვის, პოლიტიკური პარტიების შექმნისა და საარჩევნო უფლებებს, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უფლებას, სასამართლო პროცესში სამართლიანი განხილვის გარანტიას...

ამ კონსტიტუციის შექმნაში მე თვითონ მივიღე მონაწილეობა, ხმა მივეცი და დღეს, პრაქტიკულად, ჩამოთვლილ არცერთ უფლებას რეალურად არ ვიცავთ. კონსტიტუცია კი აბუჩადაა აგდებული.

გადავიდეთ მესამე თავზე, რომელიც ეხება პარლამენტს. პირველივე მუხლში ნათქვამია, რომ პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ვინმეს გახსოვთ, რომ კომიტეტების დონეზე ან პლენარულ სხდომაზე გამართულიყო დებატები, სანამ პრემიერი ერთპიროვნულად გამოაცხადებდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას? ან რომელ სესიაზე იქნა განხილული და დამტკიცებული ჩინეთთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ დოკუმენტი, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა არ იკითხება, სამაგიეროდ კი ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“?

ასევე, კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პარლამენტი უნდა აკონტროლებდეს მთავრობის საქმიანობას. ვინმეს თუ ახსოვს, როდის მოიწვია პარლამენტმა, რომელიმე გადამდგარი მინისტრი და მისი საქმიანობა განხილა? ასევე ცარიელ სიტყვებად გვევლინება მთავრობის ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე.

სასამართლო ხელისუფლების თავი იწყება მთავარი პრინციპით — დამოუკიდებლობით. აქ ზედმეტი კომენტარი არც არის საჭირო: ყველაფერი ნათქვამია.

დარღვეულია კონსტიტუციით განსაზღვრული აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ბალანსი.

„დამოუკიდებელი“ ინსტიტუტები — პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტი, ეროვნული ბანკი, ადგილობრივი თვითმმართველობა — არცერთი არ აკმაყოფილებს დამოუკიდებლობის ელემენტარულ კრიტერიუმს.

გუშინ სასიამოვნო, საზეიმო არაფერი გვქონდა. სამაგიეროდ — დასაცავი და გადასარჩენი ბევრი გვაქვს.

და არაფერს ვამბობ კონსტიტუციის მე-78 მუხლზე!!!“, - წერს სალომეზურაბიშვილი.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი