პოლიტიკა
გუშინ საღამოს გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა - სერგო რატიანი
გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს პარტია ნაციონალური მოძრაობა, გაყოფილია პარტია, გაყოფილია ფრაქცია, - განუცხადა ჟურნალისტებს ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა.
მისი თქმით, პარტიის დაშლის პროცესი ყრილობის ე.წ. საორგანიზაციო ექვსეულის შექმნით დაიწყო, რომელსაც პარტიის ერთი ფრთა ემორჩილება. ამასთან, როგორც რატიანი ამბობს, არსებობს ლეგიტიმური ორგანო, რომელსაც ემორჩილება მეორე მხარე.
მისივე ინფორმაციით, გუშინ საღამოს გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა.
”შედგა საუბარი, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები და ეს პროცესი გრძელდება კიდეც. სწორედ ამ ფონზე გიგიმ ითხოვა ფრაქციის სხდომის გადადება. ფრაქციის სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება”, - განაცხადა სერგო რატიანმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


