პოლიტიკა
გუშინ გამოქვეყნებული ჩანაწერების გამო აქცია ზუგდიდში გაიმართა
„სალომე- კანაფის დედოფალი", „ბიძინა ბარიგა“, „აფხაზეთი და სამაჩაბლო არ არის განგრენა", ,,სალომე პუტინის პროექტი", - ამ ტრანსფარანტებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერების გამო გამოვიდნენ, რომელშიც სკანდალურ საქმეებსა და კანონდარღვევებზეა საუბარი.
შეკრებილთა განცხადებით, მმართველ გუნდს აღარ აქვს ხელისუფლებაში ყოფნის უფლება.
აქციაზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა და ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს რეგიონული ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავაც იმყოფებოდნენ.
„აქ მჯდომი ადამიანი ფაქტობრივად არის მუნჯი, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ის არ ფუნქციონირებს როგორც პოლიტიკოსი, მე მესმის, რომ ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მას აქვს გაცნობიერებული, რომ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა, როცა დათანხმდა ქართულ ოცნებას გამხდარიყო გუბერნატორი სამეგრელოში, დღეს, უკვე, როცა ბოლო პროცესები დაიწყო, მიმდინარეობს პროცესები, რომელიც ეხება სამეგრელოსაც, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც მირზა სუბელიანს ესაუბრებოდა, არის მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც უმძიმეს ამბებში არის ჩართული და ფაქტიურად ჩამოეხსნა ნიღაბი დანაშაულებრივ რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის ჩვეულებრივ, მაფიოზურ რეჟიმს, ამ ეტაპზე ეს ადამიანი აგრძელებს დუმილს და მე მას მივმართავ, ან ამოიღოს ხმა, რამე მაინც თქვას ან დაწეროს განცხადება და წავიდეს ამ თანამდებობიდან და ეს იქნება მისი მხრიდან ღირსეული ნაბიჯი“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


