სამართალი
გუშინ ფილარმონიასთან გამართულ აქციაზე დაკავებული 4-ვე პირი გაათავისუფლეს
გუშინ, თბილისის ფილარმონიასთან გამართულ აქციაზე დაკავებული 4-ვე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
სამართალდამცველებმა ფილარმონიასთან აქციის ოთხი მონაწილე ადმინისტრაციული წესით – 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. კიდევ 7 პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
აღნიშნული აქცია გურამ ქართველიშვილის ორგანიზებით ჩატარდა. ქართველიშვილი შექმნილი მდგომარეობა გააპროტესტა და მოუწოდა „საზოგადოების სუფთა ნაწილს“, გამიჯნულიყო თბილისის პარლამენტთან გამართულ აქციას და ფილარმონიასთან შეკრებილიყო. მან განმარტა, რომ მისთვის მიუღებელია, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის გვერდით ნაციონალური მოძრაობის წევრები დგანან. მას შეუერთდა „ქართული მარში“.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


