პოლიტიკა
გუშინ დაახლოებით ერთი საათი დავკარგე პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე -ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მან გუშინ პრეზიდენტის მოსმენაში ერთი საათი დაკარგა.
ამის შესახებ სტრასბურგში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ მედიას განუცხადა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ძალაშია მისი წინადადება, დაჯდეს ღია ეთერში პრეზიდენტთან ერთად და კონსტიტუციის შესახებ გამართოს დისკუსია, დებატი.
„გუშინ, დაახლოებით ერთი საათი დავკარგე პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, თუ რატომ არიდებს თავს პრეზიდენტი მონაწილეობას ღია ეთერში, დისკუსიაში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით.
მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პრეზიდენტს, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად და საზოგადოებას ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებას შეექმნება ნათელი წარმოდგენა საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის შესახებ.
ასეთი ცალმხრივი საუბრებით, ბუნებრივია საზოგადოება ვერ იღებს ინფორმაციას. ჩვენ პრეზიდენტს ძალიან კარგ ფორმატს ვთავაზობთ. ეს ფორმატი გულისხმობს იმას,რომ ერთად დავსხდეთ ღია ეთერში საზოგადოების წინაშე და ერთად ვესაუბროთ საზოგადოებას საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის თაობაზე. ჩვენი შეთავაზება არის ძალაში და ჩვენ კვლავ ვიტოვებთ იმედს, რომ ეს ფორმატი შედგება“,-განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა „არჩევანს“ სტუმრობდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


