პოლიტიკა
გუშინ ჩვენ ვნახეთ თუ როგორ განაცხადა ივანიშვილმა, რომ ის მზადაა ცალ ფეხზე დადგეს, თუ საკუთარ ფულს დაუბრუნებენ - გრიგოლ გეგელია
გუშინ ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ განაცხადა ივანიშვილმა, რომ ის მზადაა ცალ ფეხზე დადგეს, თუ საკუთარ ფულს დაუბრუნებენ, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის ერთადერთი მოტივაცია არის ფული, პერსონალური კეთილდღეობა და არა ეროვნული ინტერესი.
“ვაჭარმა ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ერთადერთი მოტივაცია არის ფული და არა ეროვნული ინტერესი, პერსონალური კეთილდღეობა და არა სახელმწიფოსა და მოქალაქეების კეთილდღეობა. მან კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ივანიშვილის პირობებში არ მოხდება არავითარი სტაბილიზება დასავლეთთან, რაც არ არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში. ეს პასუხისმგებლობის არიდება, რომელსაც ვხედავთ სინამდვილეში არის იმის გამოხატულება, რომ ივანიშვილს არ სურს ურთიერთობების სტაბილიზება პოლიტიკურ დასავლეთთან და არც აშშ-სთან, არამედ სურს, რომ საქართველო ჩააბაროს, სრულად და საბოლოოდ, რუსეთის ფაშისტურ ფედერაციას. გუშინ ჩვენ ვნახეთ თუ როგორ განაცხადა ივანიშვილმა, რომ ის მზადაა ცალ ფეხზე დადგეს, თუ საკუთარ ფულს დაუბრუნებენ და ისიც კი თქვა, რომ მზადაა დასავლეთს დაეკითხოს, თუ როგორ დახარჯავს საკუთარ ფულს, ოღონდ კი მიიღოს საკუთარი მილიონები უკან.
ეს არის ივანიშვილის ერთადერთი მამოძრავებელი ფორმულა და ეს არის ის, რის გამოც ივანიშვილი მილიონობით ქართველს და ქართულ სახელმწიფოს სწირავს და უმონებს რუსეთის ფედერაციას“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. დიპლომატიური უწყების ცნობით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს „ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“.
განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა. ამერიკის საელჩოს ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილი საგანგებო წერილით გამოეხმაურა. ოლიგარქი ადასტურებს, რომ 22 მაისს ელჩ დანიგანს უნდა შეხვედროდა, თუმცა დიპლომატს აუდიენციაზე უარი უთხრა.
ვრცელ წერილში ივანიშვილი უარის მიზზად ისევ "პირად შანტაჟს" და კომპლექსებს ასახელებს. ოლიგარქი აშშ-ის მიერ დაწესებულ როგორც "ფორმალურ, ასევე არაფორმალური სანქციებზეც" წერს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


