უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 ივნისი, 2017 13:15
font-size

გურამ რჩეულიშვილი ითხოვს, რომ სასამართლო პროცესები 10 დღეში ერთხელ გაიმართოს

სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის, „ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდში ბრალდებულმა გურამ რჩეულიშვილმა, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.

დღევანდელ პროცესზე, ბრალდებულმა მოითხოვა, რომ პროცესები 10 დღეში ერთხელ გაიმართოს, სანაცვლოდ კი, დაცვის მხარე მზადაა მოწმეთა დაკითხვა სექტემბრის ბოლოსთვის დაასრულოს.

“ჩვენი მისამართით მუდმივად არის ბრალდება, რომ დაცვის მხარე ცდილობს პროცესები ხელოვნურად გააჭიანუროს. მე გამოვდივარ შუამდგომლობით და ვაცხადებ, რომ მზად ვარ სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდეს დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვა. სანაცვლოდ ვითხოვ, რომ საქმეზე პროცესები ჩატარდეს ათ დღეში ერთხელ, რათა უკეთ შევძლო მოწმეთა მობილიზება, პროცესებზე მოყვანა და სხვა საქმეების წარმოება”, - განაცხადა რჩეულიშვილმა.

გარდა ამისა, რჩეულიშვილის თქმით, დაცვის მხარეს 500 მოწმე ყავს, თუმცა მზად არის ეს ციფრი გაანახევროს.

„300 მოწმემდე ჩამოვედით. შეგვეძლო თითო მოწმე თითო სხდომაზე დაგვეკითხა და პროცესი უსასრულოდ გაგრძელებულიყო, მაგრამ ეს არც ჩვენს ინტერესშია“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.

პროკურორებმა დაცვის შუამდგომლობის განხილვისთვის დრო ითხოვეს. ბრალდების გადაწყვეტილება მომდევნო სხდომაზე გახდება ცნობილი.

დღევანდელ პროცესზე კი, „ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი