უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 დეკემბერი, 2016 15:10
font-size

გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობს მიხეილ სააკაშვილი, გადაწყვიტა დემოკრატიულ პროცედურებზეც უარი თქვას - ელენე ხოშტარია

ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა პარტიაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას და არ გამორიცხა, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, პარტია დაიშალოს.

,,სამწუხაროდ, იმ გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობს დღეს მიხეილ სააკაშვილი, იმ კამპანიის გარდა, რომელსაც ისინი აწარმოებენ ჩვენ წინააღმდეგ, რომ თითქოს ვართ გარიგებულები და გვაყენებენ შეურაცხყოფას, ახლა გადაწყვიტა იურიდიულ დემოკრატიულ პროცედურებზეც უარი თქვას, ფაქტობრივად, გვერდი აუაროს პოლიტსაბჭოს, რომელიც არის განსაზღვრული მთავარი გადაწყვეტილების მიმღებად. გამოაცხადეს რაღაც კომისია, რომელშიც თვითნებურად იღებენ უბრალოდ გადაწყვეტილებებს. ამ ზღვრამდე ამ პროცესის მიყვანა ნამდვილად ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის პარტიის ერთიანობას და მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და მიხეილ სააკაშვილი გაიაზრებენ, თუ რამხელა ზიანს აყენებენ ზოგადად არამხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას და დაბრუნდებიან ცივილიზებულ დემოკრატიულ ჩარჩოში განსხვავებული აზრების განხილვის დროს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ განსხვავებული აზრია პრობლემა, მაგრამ წესების უგულებელყოფა და თანაგუნდელების შეურაცხყოფა, ეს არის პროცესი, რომელიც ზიანს აყენებს მთლიანად ქვეყანას’’, - განუცხადა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი