პოლიტიკა
გული მწყდება, რომ ირაკლი ღურწკაიას არ აღმოაჩნდა საკმარისი ნებისყოფა, ამ ყველაფერს გამკლავებოდა - ლელა ქებურია
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლელა ქებურიამ ზუგდიდის საკრებულოს წევრის ირაკლი ღურწკაიას მიერ პარტიიდან წავსვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლას ახდენს და აშინებს, რადგანაც მეორე ტურში „ევროპული საქართველოსგან“ საფრთხეს გრძნობენ.
ქებურიას თქმით, ირაკლი ღურწკაიას განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მისთვის მიუღებელია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ქებურიას მტკიცებით, ღურწკაიამ თავიდანვე იცოდა, რომ მემორანდუმის თანახმად, „ევროპული საქართველო“ მეორე ტურში მხარს დაუჭერდა კანდიდატს ივანიშვილის წინააღმდეგ.
„გული მწყდება, რომ არ აღმოაჩნდა საკმარისი ნებისყოფა, ამ ყველაფერს გამკლავებოდა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია პირველი ტურის შემდეგ და ყველა გუნდის წევრისა და მხარდამჭერისთვის იყო გაცხადებული, რომ მხარს დავუჭერდით კანდიდატს, ვინც გავიდოდა მეორე ტურში. ახალი არაფერია, რომ მათ ვუჭერთ მხარს, რადგან ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილია მთავარი საფრთხე და ნამდვილი ოპოზიციაც ასე უნდა მოიქცეს“, – განაცხადა ქებურიამ.
„ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ უპასუხა. მან უარყო ყველანაირი ზეწოლა ოპოზიციის წევრებზე.
„ევროპული საქართველო“ ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ დატოვა. მისი თქმით, მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, რომელიც მისი თქმით, ახალაიების, ქარდავებისა და სხვების შეწყალებასა და რეინკარნაციას აპირებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


