უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ივლისი, 2018 15:30
font-size

გუგული მაღრაძის თქმით, არა მხოლოდ დეპუტატებს, არამედ ჟურნალისტებს სჭირდებათ ეთიკური სტანდარტები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის შეფასებით, არა მხოლოდ დეპუტატებს, არამედ ჟურნალისტებსა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სჭირდებათ ეთიკის სტანდარტები.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის ეთიკაზე საუბრისას დეპუტატმა განაცხადა, რომ დროდადრო მის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

„აშშ-ში ვიმყოფებოდი რამდენიმე დღით ვიზიტით. ჩამოსულს დამხვდა ინფორმაცია, რომ თითქოს წარმოვადგინე საკანონდებლო ინიციატივა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქცევის შესახებ. არაერთხელ დაუბრალებია მედიასაშუალებებს არაერთი ჭორი და გამონათქვამი, მაგრამ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და ყოველთვის, როცა მსგავსი რამ აგორდა ჩემ წინააღმდეგ, შემოვიფარგლები ხოლმე საპასუხო განცხადებებით. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ტიპის ჟურნალისტების საქციელი არ დასრულებულა და გრძელდება ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ უპასუხისმგებლო და უხამსი საქციელი“, – განაცხადა მაღრაძემ.

დეპუტატმა მოითხოვა, რომ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამავრცელებელმა მედიასაშუალებებმა ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას შეცდომაში შეყვანისთვის და აღიარონ ეთიკის კოდექსის დარღვევა.

დეპუტატმა პარლამენტში ეთიკის კოდექსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის წინააღმდეგობები, რაც ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით არის პარლამენტში, უსაფუძვლოა.

„ასეთი რეგულაციები არსებობს ევროპის ქვეყნების ბევრს პარლამენტში. დეპუტატებს აქვთ თმენის ვალდებულება. გარკვეული სანქციები უნდა არსებობდეს, მაგრამ კიდევ კარგად უნდა გადავხედოთ, რომ სანქციები შესრულებადი იყოს, – შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, დისციპლინის დარღვევა, საკუთარი მდგომარეობის ვინმეს სასარგებლოდ გამოყენება, ლობისტების მუშაობა, უნდა იყოს დარეგულირებული“, - თქვა დეპუტატმა.

მისივე თქმით, ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში უნდა მოიაზრებოდეს პრინციპული და წესიერი ადამიანები, რომლებსაც პიროვნულად ენდობა პარლამენტის უმრავლესობა და მის მიერ ნათქვამ სიტყვას იქნება ნდობის მაღალი ხარისხი.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი