უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 აპრილი, 2018 15:50
font-size

გუდაურში სრიალისას 12 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გუდაურში სრიალისას 12 წლის სალომე ტატიშვილის მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის გიორგი ლიპარტელიანი გაამტყუნა და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ლიპარტელიანის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს უზენაეს სასამართლოში.

ლიპარტელიანი სალომე ტატიშვილს გუდაურში 2016 წლის 10 იანვარს შეეჯახა. მოზარდი თავის ორ დასთან და სპორტული სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტრასაზე, კუდები სამზე სრიალებდა, რა დროსაც მას დიდი სისწრაფით შეეჯახა ლიპარტელიანი. არასრულწლოვანი ადგილზევე დაიღუპა. ტატიშვილის დედის, ნინო ჟვანიას თქმით, ლიპარტელიანი ნასვამი იყო.

ბრალდება და სალომე ტატიშვილის ოჯახი გიორგი ლიპარტელიანს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ედავება, თუმცა 2017 წლის 29 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო. ოჯახმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

თვითონ ბრალდებული სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. ის პრაღაში ცხოვრობს და სწავლობს.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი