პოლიტიკა
გუბერნატორის ინსტიტუტი არის საკმაოდ მოძველებული და ზედმეტი რგოლი - სოზარ სუბარი
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი გუბერნატორის ინსტიტუტს მოძველებულ და ზედმეტ რგოლად მიიჩნევს.
„თავის დროზე, შევარდნაძის დროს შეიქმნა სამხარეო გუბერნატორის ინსტიტუტი. მაშინ ამას ჰქონდა თავისი დანიშნულება, რომ გარკვეული კოორდინაცია მოეხდინა ქვეყანაში, რადგან ერთიანი მართვა, პრაქტიკულად, არ არსებობდა. დღეს უცებ აღმოვაჩინეთ, რომ არის ორი სტრუქტურა, ორივე დაახლოებით თანაბარი ბიუჯეტის მქონე. 20 მილიონზე მეტი, 25 მილიონამდე შეიძლება იყოს ორივეს ჯამური ბიუჯეტი. არ ვგულისხმობ პროექტებს, რომლებსაც ახორციელებთ. ვგულისხმობ იმას, რაც სჭირდება სამინისტროს და სამხარეო ადმინისტრაციების შენახვას. აქედან ან ერთია მეხუთე ბორბალი, ან მეორეა მეხუთე ბორბალი. რომელიმე არის გასაუქმებელი.
ძლიერი თვითმმართველობა როდესაც გვაქვს, როცა ვლაპარაკობთ თვითმმართველობის მეტად გაძლიერებაზე, ვლაპარაკობთ, რომ ხალხის მიერ არჩეულ, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მერს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბიუჯეტი და შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება, ცოტა მეტი დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეთ მათ. რა თქმა უნდა, იმ დაშვებით, რომ კორუფცია კონტროლდებოდეს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების უფლება უნდა ჰქონდეთ. ზედმეტი რგოლები ყველა გადაწყვეტილებას ანელებს. მართლა არ მესმის, რა საჭიროა ეს ზედმეტი რგოლები. ამიტომ, ან ერთი უნდა გაუქმდეს, ან მეორე. ამ შემთხვევაში, ჩემი წინადადებაა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი არის საკმაოდ მოძველებული. პირადად მე, უმრავლესობას კარგად ვიცნობ, ვგულისხმობ გუბერნატორებს. პატივს ვცემ პიროვნულად, კარგი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ძალიან ქმედითი ადამიანები არიან. პრემიერის ადმინისტრაციაში ყოფნისას რაღაც პერიოდი კურატორი ვიყავი ამ მიმართულებით, მაგრამ დღეს, როდესაც შეიქმნა სამინისტრო საკმაოდ დიდი ფუნქციებით, მიმაჩნია, რომ ეს არის ზედმეტი რგოლი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


