პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმი“ დატოვა
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, პარტია დატოვა.
როგორც სანიკიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მან პარტია დატოვა, ის პოლიტიკაში რჩება და ხელს შეუწყობს დიდი ოპოზიციური გაერთიანების და დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას.
„ჩვენთან ჩატარდა არჩევნები, სადაც იქნა არჩეული ახალი პარლამენტი. ქვეყანამ მიიღო დე იურედ ორპარტიული სისტემა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის დე ფაქტო ერთპარტიული სისტემა. ქვეყნაში მოხდა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება. ნაციონალაურმა მოძრაობამ და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხეს ის, რისი სურვილიც ჰქონდათ. დღეს, ჩვენს ქვეყანაში გვყავს აბსოლუტური უმრავლესობით მართვა. „ქართულმა ოცნებამ“აიღო პასუხისმეგბლობა ქვეყნის განვითარებაზე. ის პასუხს აგებს ქვეყნის წარმატებებზე მთლიანად და წარუმატებლობებზეც.
მე პირადად არ ვარ, მაინცდამაინც, ოპტიმისტურად განწყობილი. გამოწვევები ბევრია, პრობლემები ბევრია, ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდება საქართველოში და საქართველოს გარეთ, რომელიც ჩვენ უშუალოდ შეგვეხება. ძალიან მნიშვენლოვანი იყო ამერიკაში არჩევნები, რომელმაც დაადასტურა ერთი ძალიან დიდი რამ - ქვეყანაში დაიწყო დიდი პროცესი.
პირადად მე, გუბაზ სანიკიძე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო, ვარ ამ საქმეში. 10 წლის განმავლობაში მე ვიყავი „ეროვნული ფორუმის“ წევრი, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი. ვთვლი, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გარკვეული ხარვეზები დაუშვა. უნდა მოხდეს გადაფასებები. საინტერესო პროცესები დაიწყო ოპოზიციურ სპექტრში.
დღეს მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო „ეროვნული ფორუმის“ რიგები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვტოვებ ქართულ პოლიტიკას. პირიქით, ვრჩები. მაქვს ძალიან სერიოზული პირადი მოტივაცია. ვთვლი,რომ ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები, ვთვლი, რომ ოპოზიციურ სპექტრს, პარლამენტს მიღმა დარჩენილ ოპოზიციურ სპექტრს აქვს სერიოზული საშინაო დავალებები და მე პირადად მიმაჩნია,რომ ამ საქმიანობაში აქტიური მონაწილობა მივიღო.
გარკვეული დრო სჭირდება გადაფასებას, შეფასებას, საკითხების გადახალისებას. მე პირადად, ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური გაერთიანების და საბოლოო ჯამში დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას“,-განაცხადა სანიკიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


