პოლიტიკა
გრცხვენიათ თუ არა იმის გამო, რომ თქვენ შელახეთ პოლიციელის მუნდირი? - რომან გოცირიძე გიორგი გახარიას
„გრცხვენიათ თუ არა იმის გამო, რომ თქვენ შელახეთ პოლიციელის მუნდირი?“, - ამ კითხით მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ შს მინისტრ გიორგი გახარიას.
დეპუტატი დაინტერესდა პოლიციელთა შესაძლო კავშირით კრიმინალურ ელემენტებთან.
„ბატონო გიორგი, თქვენ ახლა დაინახეთ ძალიან თვალთმაქცური და სასაცილო ტაქტიკა უმრავლესობის, რომელებმაც გადაწყვიტეს, რომ თურმე დაასწრონ ოპოზიციას და დასვან ყველა მწვავე შეკითხვა, რაც კი არსებობს თქვენ და ხელისუფლების მიმართ და ლამის, ქვეყანაში ჩადენილი ყველა დანაშაული მოისმინეთ მაგათი ენით და დღეს აქ ეს ადამიანები ღვრიან ნიანგის ცრემლებს, როდესაც ესენი აფარებდნენ ხელს და ხელს გვიშლიდნენ იგივე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში, როგორიც იყო აფგან მუხთარლის საქმე, როგორიც იყო ჩატაევის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას. ეს ადამიანები იყვნენ წინააღმდეგი, რომ ნათელი მოჰფენოდა მთელ ამ დანაშაულებებს და ახლა დგანან და შეკითხვებს გისვამენ ნაღვლიანი სახეებით. მაგრამ ერთი შეკითხვის დასმა მაინც ვერ გაბედეს, რომელიც მათ ტაქტიკაში ვერ ჩაჯდა: ბატონო გიორგი, როგორ ხსნით იმას, რომ ამ არჩევნებში პოლიცია, პატრული, გვერდით სულ ხუთიოდე დაშორებით, პირადად ჩემს საარჩევნო უბანში ქუჩის წვრილფეხა კრიმინალებთან ერთად? მსხვილფეხა ელემენტები შემდეგ ტელეფონის ხაზით, საზღვარგარეთიდან, ქურდები და მოქურდო ელემენტები მართავდნენ საქართველოში საარცევნო პროცესს და რომლის გვერდითაც იყო სწორედ თქვენი უწყების წარმომადგენლები? გრცხვენიათ თუ არა იმის გამო, რომ თქვენ შელახეთ პოლიციელის მუნდირი?“, - იკითხა გოცირიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


