საზოგადოება
გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსს საქართველოში ეპიდემიის ზღვრისთვის არ მიუღწევია.
ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
„სეზონური გრიპით ავადობა, რომლის დაავადების რაოდენობა მატულობს, საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და ვიმედოვნებთ, არც მივაღწევთ ეპიდემიის ზღვარს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გრიპის სიმპტომების დაწყებისას მიმართოს ექიმს. ორი სამწუხარო შემთხვევაა აჭარაში და ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა", -განაცხდა სერგეენკომ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


