პოლიტიკა
გრიგორი კარასინმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების გამო - რუსული საგარეო უწყება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის გუშინდელ შეხვედრას გამოეხმაურა.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, კარასინმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების გამო.
„სამხრეთ კავკასიის „სამხედრო ათვისება“ რეგიონს გარეთა ძალების მიერ რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. საქართველოს პარტნიორები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არ მალავენ, რომ მას აიარაღებენ სწორედ „რუსეთის შეკავებისთვის“. ამ სიტუაციაში რუსულ მხარეს აქვს უფლება, ადეკვატური ზომები მიიღოს თავისი და თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსული უწყების ინფორმაციით, რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ პრაქტიკული განხორციელების სტადიაზე გადადის. კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო „კეთილსინდისიერად და არაპოლიტიკურად“ შეასრულებს შეთახნმებით ნაკისრ ვალდებულებებს. მხარეებმა იმსჯელეს შვეიცარიასთან სამმხრივი კომიტეტის შექმნაზე, რომლითაც გაკონტროლდება შეთანხმების პირობების შესრულება.
მხარეებმა განიხილეს მოსკოვში საქართველოს დიპლომატიურ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე „საქართველომ დაადასტურა მზადყოფნა თბილისში რუსულ საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემის ანალოგიური დარეგულირების შესახებ“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დადებითად შეაფასეს რუსულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობა 2018 წლის პირველ კვარტალში. რუსული საგარეო უწყების ინფორმაციით, საქონლის თვითბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 337 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.
აღნიშნული განცხადებით, ვითარდება სატრანსპორტო, ჰუმანიტარული და კულტურული თანამშრომლობა.
გარდა ამისა, მხარეებმა აღნიშნეს ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის პრობლემების გადასაწყვეტად და შეთანხმებული მიდგომების შესამუშავებლად.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
გუშინდელი შეხვედრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ პირველად გაიმართა.
ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში პრაღის ფორმატი 2012 წლიდან არსებობს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


