პოლიტიკა
გრიგორი კარასინი საქართელოს მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას მიესალმება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მიესალმება ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზე.
ამის შესახებ კარასინმა Известия-ს განუცხადა, რომელმაც თავის მხრივ საკითხზე ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.
როგორც კარასინმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, საკითხის გადაწყვეტა მთლიანად თბილისზეა დამოკიდებული, რადგან სწორედ მან გააუქმა დიპლომატირუირ ურთიერთობა 2008 წელს.
„თუპატივცემულმა კოლეგამ ზურაბ აბაშიძემ ნამდვილად გააკეთა ამგვარი განცხადება, ეს მხოლოდ მისასალმებელია. როგორც ცნობილია, 2008 წლის სექტმებერს რუსეთს არ გაუწყვეტია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა, და ჩვენი მხრიდან ამ ურთიერთობის აღდგენისთვის წინაღობა არ ყოფილა და არც არის. ასე რომ, ამ საკითხში პოზიტიური ცვლილებების ვადები მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული“,-ხაზი გაუსვა კარასინმა.
თებერვლაში პრაღაში დაგეგმილი კარასინი-აბაშიძის ფორმატის მორიგ შეხვედრაზე საუბრისას კარასინმა აღნიშნა, ორი დიპლომატი ძალისხმევას არ იშურებს, რათა მოხდეს ისეთ სფეროებში შეთანხმება, რომლებისთვის დიპლომატირუი ურთიერტბის არსებობა საჭირო არ არის.
„ასეთი სფერო ბევრია- ვაჭრობა, სატრანსპორტო მიმოსვლა, ჰუმანიტარული კონტაქტები, კულტურული გაცვლა. ამ მიმართლებით მუშაობას გეგმიურად განვაგრძობთ. შედეგი, რომლის მიღწევაც უკვე მოხერხდა, ჩვენი ქვეყნების მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს“,-აღნიშნა დიპლომატმა.
Извести-თან საუბარში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ გარკვეული პირობების შექმნის შემთხვევაში, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი, შესაძლოა,დღის წესრიგში დადგეს.
რაც შეეხება რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, აბაშიძემ განმარტა, რომ საკითხის გადაწყვეტა მთლიანად რუსეთის პრეროგატივაა, რადგან საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთის სავიზო შეზღუდვა ჯერ კიდევ 2011 წელს მოხსნა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


