პოლიტიკა
გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას - მამუკა ბახტაძე
დღეს ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ, რომ საქართველო გაიცნო მსოფლიომ, როგორც უნიკალური კულტურის ქვეყანა; გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი მასშტაბური ინიციატივის - "განათლება - გზა თავისუფლებისკენ" პრეზენტაციისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღევანდელ ქაოსურ და არეულ დროებაში, ტურბულენტურ, სწრაფად ცვალებად და, ხშირად, არასამართლიან სამყაროში წარმოუდგენელია გზის გაკვლევა ისეთი მძლავრი იარაღის გარეშე, როგორიც ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცოდნაა.
„შესაბამისად, სახელმწიფოს უმაღლესი ლეგიტიმური მიზანია უზრუნველყოს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა ყველასთვის, მისცეს ცოდნის დაუფლების თანაბარი შესაძლებლობა ყველა ნიჭიერ ადამიანს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და როგორი შეძლების ოჯახშიც არ უნდა იყოს იგი დაბადებული და გაზრდილი. განათლებაში ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იქნება ყველაზე განათლებული ქვეყანა და ქართველი ერი იქნება ყველაზე განათლებული ერი მსოფლიოში! სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ინიციატივა - განათლების მეშვეობით სიღარიბისა და ოკუპაციის დაძლევის გეგმა. ეს არის ეროვნული იდეა, რომლის განხორციელებას ახლა მხოლოდ ერთადერთი რამ ჭირდება - ეს არის მთელი საზოგადოების კონსენსუსი და საქართველოს მოქალაქეების საყოველთაო ეროვნული შეთანხმება! მე მინდა ჩემი გამოსვლა დავასრულო დიდი ილიას სიტყვებით: „სხვა არაფერი გაუსწორეს ომს ცოდნასა, თუ არა ისევ ცოდნა, სხვა ვერაფერი გვიხსნის სიღარიბსგან, თუ არა ის ხერხი, ის უნარი, ის ძალ-ღონე, რომელსაც მარტო ცოდნა და სწავლა-განათლება იძლევა.“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


