საზოგადოება
გორში ინტოქსიკაციის შედეგად ჰოსპიტალიზებული ახალგაზრდების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
გორში, სამეფოს ქუჩაზე ინტოქსიკაციის შედეგად ჰოსპიტალში გადაყვანილი ორი ახალგაზრდის მდგომარეობა ისევ უკიდურესად მძიმეა. სამხედრო ჰოსპიტალის ექიმები 25 და 35 წლის მამაკაცების გადარჩებას ცდილობენ.
როგორც ექიმმა ზურაბ მადილაშვილმა განაცხადა, მამაკაცები რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე რჩებიან.
ცნობისთვის, სამეფოს ქუჩაზე ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო უგონო მდგომარეობაში მყოფი ორი ადამიანი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.
თავდაპირველი ვერსიით, ისინი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ. თუმცა, ახლა, სამართალდამცველები ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით მოხმარების ვერიასაც განიხილავენ.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. 115-ე მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას, ხოლო 273-ე მუხლი პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადება, შეძენა-შენახვას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


