უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მარტი, 2025 18:10
font-size

გოგოები ღიად ტიროდნენ, ბიჭები კი სახეს მალავდნენ. ეს სურათი არასოდეს დამავიწყდება და არასოდეს ვაპატიებ, არასოდეს! - ნატა მურვანიძე

ბავშვებს გაეღვიძათ საწამლავის სუნში! დახურულ სივრცეში!!! მათ მოექცნენ, როგორც პარაზიტებს!!! ჩვენს შვილებს დახურულ სივრცეში წამლავდნენ! ამას ეს ქვია და სხვა არაფერი! ბავშვებს “გაზის კამერაში” წამლავდნენ! - წერს მსახიობი ნატა მურვანიძე სოციალურ ქსელში.

„გუშინ, თეატრალურის სტუდენტებს, რომლებიც აპროტესტებენ თავისი თანატოლების პატიმრობას, რომლებიც სხვანაირები რომ იყვნენ, წესით პედაგოგები უნდა ასწავლიდნენ სოლიდარობას, ან ამაგრებდნენ მათ პოზიციას, სტუდენტებს, რომლებიც 85 დღე, ყინვაში, რადგან გათბობა გამოურთეს, მშივრები, რადგან ზოგ შემთხვევაში მათთვის საკვების მიწოდება იყო პრობლემა, სტუდენტებს, რომლებიც ჩვენი სფეროს მომავალს წარმოადგენენ და სულ რომ რაიმე ეშლებოდეთ, უფროსის თანადგომას იმსახურებენ, დილას სადეზინფექციო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების სუნში გაეღვიძათ. ისინი არაერთგზის გააფრთხილეს, ტყუილს ვერ ვიტყვი, მაგრამ არ ტოვებდნენ ტერიტორიას ზუსტად იმიტომ, რომ ამ მოვლენას წინ სწორედ ის მოვლენები უძღვოდა და იცოდნენ, რომ უკან აღარ შეუშვებნდნენ. რომ მოუწევდათ შეგუება უსამართლობასთან!

ბავშვებს გაეღვიძათ საწამლავის სუნში!

დახურულ სივრცეში!!!

მათ მოექცნენ, როგორც პარაზიტებს!!!

ჩვენს შვილებს დახურულ სივრცეში წამლავდნენ!

ამას ეს ქვია და სხვა არაფერი!

ბავშვებს “გაზის კამერაში” წამლავდნენ!

დილიდან განგაში ატყდა, მივედით, მივაწოდეთ წყალი და რძე, სპონტანურად, როცა არ ფიქრობ რას აკეთებ! მხოლოდ მერე გავაცნობიერე:

უნივერსიტეტში, თუნდაც ჩემი “ურჩი” შვილის და მისნაირი “ურჩი“ შვილების, რომლებიც სანდო და საიმედო ხელში უნდა იყვნენ წესით, რადგან სულ ვფიქრობდი, რომ ამ ქვეყანას მაშინ ეშველება, როცა ოჯახს მნიშვნელობა არ ექნება ქცევისა და განათლებისთვის, როცა ბავშვი ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში უნდა შედგეს პიროვნებად, სადაც მგონია, რომ ჩემი და ჩემი მეგობრებისნაირები ასწავლიან, რადგან ერთი უნივერსიტეტი გვაქვს დამთავრებული, ნაცვლად იმისა, რომ მშვიდად გვეძინოს, დილას რძით ვამარაგებთ, რომ არ მოიწამლონ!

ამის გაცნობიერება ვერ მოვასწარით, რომ პოლიციის პირველი ვიზიტი შედგა, გაფრთხილებით, რომ მეორედ თუ გამოიძახებენ დაჯარიმდებოდნენ. ნახევარი საათი არ იყო გასული, რომ გამოიძახეს! დააჯარიმეს. წავიდნენ. გვეგონა ამით დამთავრდებოდა. გვეგონა ეს საკმარისი იქნებიდა ერთი დღისთვის, ერთი დილისთვის. წამოვედი, 4-ზე ახალი თეატრის “მანიფესტს” მინდოდა გავყოლოდი გორში, მხარდასაჭერად, მანქანით ჩავუარე თეატრალურს და ისევ პოლიციის მანქანა იდგა. ჩემ შვილს დავურეკე, არც იცოდნენ, რომ მესამედ “მიაკითხეს”. არაფერიაო დამამშვიდა და ის ის იყო ახალ თეატრთან მივედი, რომ შემატყობინეს, რომ მესამე ვიზიტი ტერიტორიის არდატოვების შემთხვევაში პატიმრობით დასრულდებაო!

ერთ დღეში: მოწამლეს, ჯარიმა გამოუწერეს და დაპატიმრებით დაემუქრენ!

სანამ მოვაღწიე თეატრალურთან და სანამ დავბრუნდით, ახალი თეატრის მთელი დასი იქ დამხვდა.სხვა მსახიობებიც. მათი მომავალი კოლეგები. ვიტრინაში შევიხედე და აცრემლებული ბავშვები დავინახე. გოგოები ღიად ტიროდნენ, ბიჭები კი სახეს მალავდნენ. ეს სურათი არასოდეს დამავიწყდება და არასოდეს ვაპატიებ, არასოდეს! არასოდეს! ვინც არ უნდა იყვნენ ეს ბავშვები! როგორებიც არ უნდა იყვნენ, სულ რომ არ ვიცნობდე! სულ რომ შეხება არ მქონდეს! მაინც არ და ვერ ვაპატიებ ამის ჩამდენს!

რა გარანტია ჰქონდათ, რომ ერთი მაინც არ იქნებოდა ბოლომდე “ურჩი”? მგონი პირიქით, ამას ელოდნენ კიდევ! ერთის შემთხვევაში ათივე დარჩებოდა და ათი პატიმარი ეყოლებოდა თეატრალურს. პლუს ათი!

ეს დაშლილი და დანაწევრებული ბავშვები სასწრაფოდ გადავინაწილეთ მანქანებში და გორში წავიყვანეთ, სპონტანურად, რომ მათთვის ბუნებრივი სივრცე, სცენა დაგვეთმო, რომ მათი მანიფესტი გაჟღერებულიყო! რომ მომავალი დაენახათ და პასუხისმგებლობა ეგრძნოთ, რომ ფაქტების პირისპირ არ დარჩენილიყვნენ.

საღამოს უმეტესობას თავი ატკივდა და გულისრევის შეგრძნება ჰქონდა!

მოიწამლენ. მსუბუქად, მაგრამ მოიწამლენ!

გუშინდელი დღე როგორც იქნა დამთავრდა! როგორც იქნა დაიძინეს თავის ლოგინებში. დაუმარცხებლებმა.

დაიძინეს იმ განწყობით, რომ ხვალ ანდროს და ბიჭებს დაუჭერენ მხარს უკვე სასამართლოს ეზოდან.

გაიღვიძეს და ნაწილმა იმეილის სახით შეიტყო, რომ სტუდენტური სტატუსი შეუჩერეს.

ნეტა სიამოვნებას გრძნობდნენ ამ განაჩენის გამოტანის დროს?

არ შეგეშინდეთ, ბავშვებო. დიპლომი მაჩუქეს 10 წლის მერე.

მართლა მაჩუქეს, სიმბოლურად, რადგან უკვე “სტაჟიანი” მსახიობი ვიყავი. არ მქონდა დიპლომი, ასევე ურჩობის გამო, ჩემი პროფესორის ნების საწინააღმდეგო საქციელის გამო. არ შეგეშინდეთ!

ვმუშაობდი თეატრში, მიღებდნენ კინოშიც.

თქვენ მთავარი რამ გაქვთ, ყველაზე დიდი განძიც და ყველაზე საპატიო პროფესიაც!

თქვენ ატარებთ ადამიანის წოდებას, თქვენ ხართ ადამიანები! თქვენ გაგატარეს ცეცხლში და არ დაიღვარეთ, გამოიწრთეთ და ახალი ფორმა მიიღეთ!

“ადამიანი არის ძალისხმევა იყოს ადამიანი.” მამარდაშვილის ეს ერთი წინადადება იტევს სამყაროს, ევოლუციის ფორმულას, ადამიანს და მის სვლას მთავარი მიზნისკენ: იყოს ადამიანი!

გილოცავთ! თქვენ გაიმარჯვეთ!!! - დაწერა ნატა მურვანიძემ.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი