უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

21 ნოემბერი, 2016 16:15
font-size

გოგირდის აბანოებს სასამართლომ დავალიანება ჩამოაწერა

გოგირდის აბანოებმა GWP-ს სასამართლო პროცესი მოუგო. ძველი თბილისის აბანოებსა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვების ეტაპი ორშაბათს, აბანოების სასარგებლოდ დასრულდა, - იტყობინება „პირველი“.

შპს „ნარიყალას“ დირექტორმა ნოდარ ტოტოღაშვილმა „პირველს“ განუცხადა, რომ სასამართლომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ნოდარ ტოტოღაშვილის თქმით, „მოსამართლე ხათუნა კაკაბაძემ ისტორიული და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“.

„აბანოები ფუნქციონირებას ჩვეულ რიტმში განაგრძობს და აღარ გადაიხდის წყლის კომპანიის მიერ დაკისრებულ დავალიანებას, რაც დაახლოებით, 100 ათასამდე ლარს შეადგენდა. კომპანიის მოთხოვნა იყო, სასამართლოს იძულებით დაეკისრებინა ჩვენთვის დავალიანების გადახდა. სასამართლო გადაწყვეტილებით, ასევე მოეხსნა ჩვენ ქონებას ყადაღა. იმედი გვაქვს, შემდეგ ინსტანციებშიც გონივრული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დაახლოებით, ორკვირიან ვადაში უნდა ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება. „მათ აქვთ დრო გასაჩივრებისთვის. შეუძლიათ, შეტანილი სარჩელები უკან გამოიტანონ და ჩვენთან მოლაპარაკებები გამართონ, დავლაგდეთ და ყოველგვარი საასამართლოს გარეშე გავაგრძელოთ ურთიერთობა, რასაც აქამდეც ვთავაზობდით“, - აღნიშნა შპს „ნარიყალას“ დირექტორმა.

შპს ნარიყალას დირექტორის თქმით, მას შემდეგ, რაც წყლის კომპანიამ ტარიფი თვითნებურად გაზარდა, აბანოების გასავალი, დაახლოებით, 800%-ით გაიზარდა - GWP- თვის გადასახდელმა თანხამ 11 ათას 500 ლარი შეადგინა, რაც შემოსავლების დახლოებით, 40%-ს უდრის.

აბანოების ხელმძღვანელობა წყლის კომპანიისთვის სემეკი-ს მიერ მინიჭებული ნების უსამართლოდ გამოყენებაზე მიუთითებდა და აღნიშნავდა, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მაქსიმალური გადასახადი დაუწესა არამხოლოდ აბანოებს, არამედ, სახელმწიფო დაწესებულებასაც.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებდნენ, რომ „აბანოებს ჩამდინარე წყლის გადასახადი, სემეკი-ს მიერ დადგენილი ტარიფით და მათ მიერ მოხმარებული წყლის გაზომვის შედეგად დაუწესდათ; აბანოს ხელმძღვანელებს გადასახადის გადახდა არ სურდათ და მათ პოზიციას საფუძველი არ ჰქონდა“.

სასამართლო დავის პარალელურად, აბანოების თანამშრომლები აქციებს მართავდნენ. წყლის გაზრდილ ტარიფს აპროტესტებდნენ და დაკისრებული დავალიანების ჩამოჭრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა აქციები ჯერ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფისთან, შემდეგ სემეკ-თან, თბილისის მერიასა და გოგირდის აბანოებთან გამართეს.
NS

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი