პოლიტიკა
გოგი წულაიამ პროტესტის ნიშნად გზის დაზიანებულ ნაწილს ცემენტი დაასხა (ვიდეო)
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ ქუთაისში გზების პრობლემა აქცია-პერფომანსით გააპროტესტა. წულაიამ გამსახურდიას ქუჩაზე, ამორტიზებულ გზაზე ცემენტი დაასხა.
მისი თქმით, დაზიანებული გზები ქუთაისის მერიის 5-წლიანი მუშაობის შედეგია.
როგორც წულაიამ აღნიშნა, თუკი ხელისუფლებას არ შეუძლია გზები დააგოს, ამას მოსახლეობა უნდა აკეთებდეს.
„ოდნავ ნორმალურ ქვეყანაში, როცა ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ასეთ წუმპეში აცხოვრებს, მოსახლეობა ან აიძულებს, გააკეთოს ან კაბინეტებიდან ყრის ასეთ ხელისიუფლებას. თუ იმის თავი არ გვაქვს, რომ ეს ხელისუფლებას გავაკეთებინოთ, მაშინ ჩვენ თვითონ გავაკეთოთ“, - განაცხადა წულაიამ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


