უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 აგვისტო, 2025 15:07
font-size

„გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას - ირაკლი კობახიძე

„გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რაც თქვა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ეს არის იმის გამოხატულება, რომ ეს პროპაგანდა სრულად მხარდაჭერილია დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან.

„თქვენ ხედავდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორ ცდილობდა რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები, რომ რაღაცნაირად სასაცილოდ აეგდოთ ეს თემა, რასაც ჰქვია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი. ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს აქ რისკები და პრობლემები არ არსებობს, თუმცა ხედავთ, რა ტენდენციებია მთელი ევროპის მასშტაბით, იგივე, რაც შეეხება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობას, რაც შეეხება სქესის შესახებ პასპორტში ჩანაწერების მარტივად გადაკეთებას, ერთნაირსქესიანთა წყვილების მიერ არასრულწლოვნების შვილად აყვანას და ა.შ. ყველა მიმართულებით არის კატასტროფული ვითარება ევროპის მასშტაბით. თითქმის აღარ დარჩა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც ეს ყველაფერი უკვე დანერგილი არ არის. ეს ყველაფერი ხდება დაჟინებული მოთხოვნით ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ეს ყველაფერი მეტყველებს რაზე, რომ არსებობს კონკრეტული ხაზი, ვისაც ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“ და ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, ამ ძალას სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა. სტატისტიკა არის შემაშფოთებელი. ახალგაზრდა თაობაში უკვე 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ, შესაბამისი ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობამ. ეს არის პროპაგანდის შედეგი, გამუდმებული, დაჟინებული პროპაგანდის შედეგი. ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას. რაც თქვა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ეს არის იმის გამოხატულება, რომ ეს პროპაგანდა არის სრულად მხარდაჭერილი, სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ საზოგადოებებს ვერ იცავენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ან არ იცავენ, გააჩნია სად რა შემთხვევაა და უნდათ, რომ ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რისკები და პრობლემები არის სერიოზული, პროპაგანდას აქვს თავისი ძალა, ამიტომ უნდა დავუპირისპირდეთ მას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი