უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ივნისი, 2025 13:19
font-size

Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი გამოცდილება მსოფლიოში გამორჩეულად აღიარა

ყოველწლიურად, Global Private Banker-ის გამოცემა იმ კერძო ფინანსურ ინსტიტუტებს ავლენს, რომლებიც მომხმარებლებს განსაკუთრებულ საბანკო გამოცდილებას სთავაზობენ.

წლევანდელი Global Private Banking Innovation Awards-ის ფარგლებში კი, საქართველოს ბანკის პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი გამოცდილება მსოფლიოში გამორჩეულად იქნა აღიარებული. ამასთან, საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება საუკეთესოდ დასახელდა საქართველოში.

ფინანსური ინსტიტუტების შესაფასებლად, ჟიური ისეთ კრიტერიუმებს ეყრდნობა, როგორებიც არის ციფრული ინოვაცია, მომხმარებლის გამოცდილება და ჩართულობა, ფინანსური და ბიზნეს შედეგები და კორპორატიული სტრატეგია.

“საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო Global Private Banker-ს მონიჭებული აღიარებისთვის. ეს ჯილდო დასტურია იმ ღრმა და ნდობით სავსე ურთიერთობისა, რომელსაც ჩვენი ბანკირები ჩვენს მომხმარებლებთან ამყარებენ. აღნიშნული ურთიერთობის საფუძველი ურთიერთპატივისცემა, პატიოსნება და საერთო ხედვაა, რომელიც მომხმარებლის მიზნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ჩვენი წარმატების საფუძველი ადამიანური კავშირია: ჩვენი ბანკირები ჩვენი მომხმარებლების გვერდით არიან ყველა ამბიციის, ტრანზიციისა თუ წარმატების მიღწევის პროცესში. გვჯერა, რომ ქონების მართვა ღრმად პერსონალურია. მისი საფუძველი კი ხელმისაწვდომობა, რეაგირება და საფუძვლიანი ინტერაქციაა. სწორედ ასე ვქმნით გამოცდილებას, რომელიც მოლოდინს აჭარბებს - და სწორედ ამის დასტურია აღნიშნული ჯილდოც. მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება ჩვენი ერთგული გუნდის მიმართ, რომლის ზრუნვა და პროფესიონალიზმი განსაზღვრავს ყველა მომხმარებლებთან ურთიერთობას. და, რაც მთავარია, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის.

საქართველოს ბანკში ჩვენ მარტივი, მაგრამ ძლიერი მიზნით ვხელმძღვანელობთ: დავეხმაროთ ადამიანებს, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. ეს აღიარება კი გვაძლევს სტიმულს, გავაგრძელოთ ამ მისიის მიმართულებით წინსვლა და შევქმნათ ისეთი საბანკო გამოცდილება, რომელიც ინოვაციებზე, თანადგომასა და ურყევ ერთგულებაზე იქნება დაფუძნებული“, - აღნიშნავს ნინო ლომთაძე, პირადი საბანკო საქმიანობის ჯგუფის უფროსი.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი