სამართალი
გლდანში არასრულწლოვანის მიერ გასროლილ იარაღს ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
გლდანში, მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რასაც ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გასროლა მაშინ მოხდა, როცა არასრულწლოვანი მამის კუთვნილ იარაღს ათამაშებდა.
ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი 26 წლის ქალია, რომელიც მოზარდის ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა და მათთან სახლში სტუმრად იყო.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


